Tuesday, March 10, 2009

წიგნის ისტორია



ევროპისა და რუსეთის მოწინავე ინტელიგენციის მსგავსად, 1866 წელს, ჩვენში დაიწყო მოძრაობა, სოფლად სახალხო სკოლების მოსაწყობად. ამას მოჰყვა ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება”. როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ 1862 წელს, ქართული ინტელიგენციის წრეებში გაჩენილა ,,ქართული ლიტერატურული საზოგადოების’’ დაარსების იდეა. როგორც ამბობენ ამ საქმის ინიციატორები იყვნენ დ. ყიფიანი, გრ. ორბელიანი და ი. ჭავჭავაძე. აღნიშნული საზოგადოების დაარსების ნებართვა გრ. ორბელიანს უთხოვია კავკასიის მეფისნაცვლისთვის, მაგრამ უარი მიუღია. ამ საქმის მოგვარება დააჩქარა რუსეთ-თურქეთის ომმა. ამ დროს რუსეთი ცდილობდა კავკასიის ხალხის გულის მოგებას.
მანამდე იახარი დაუჭირა გ. ერისთავის მოსაზრებას, რომელი ცდილობდა დაეარსებინა საზოგადოება, რომლის დააფინანსებდა ღარიბ მოსახლეთა განათლებას და მართლაც, 1878 წელს შედგა ამ საზოგადოების კრება. ამასობაში ილია ჭავჭავაძემ შეადგინა წესდების პროექტი, რომლის მთავარი მუხლი ასეთი იყო:
,,საზოგადოება თავისს მიზანს ამითი მიაღწევს, რომ სახალხო სკოლებში დასაწყისს სწავლებას დაადგენს, სამშობლო ენაზე, რომელიც ესმის მის მოსწავლეებსა”.
წესდების პროექტი დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარუდგენია და 1879 წლის 14 აპრილს მიიღეს დამტკიცების ბრძანება. მათი პირველი სხდომა გაიმართა, ამავე
წლის 15 მაისს, დ. ყიფიანის თავმჯდომარეობით. ილია რა თქმა უნდა



მიესალმა ამ ნაბიჯს და თავიდანვე განსაზღვრა მისი დანიშნულება. იგი მიიჩნევდა: ,,ეს პროგრამა იმდენად ვრცელია და იმდენად შორსა სწვდება, რომ ფრიად დიდს ღვაწლს გვიქადის მომავალში, ამიტომაც ღირსია ყურადღებისა.”
ამავდრო
ულად იგი მტკივნეულად განიცდის, რომ ხალხში წერა-კითხვა გავრცელებული არ არის. ილია ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას მიიჩნევს. აგრეთვე, დიდ იმედებს ამყარებს 1879 წელს გახსნილ ქართულ საშუალო სასწავლებელზე: ,,ეს სასწავლებელი გამოგვიზრდის ჩვენ ჩვენს საკუთარს, ქართველს ინტელიგენციას. ე.ი. იმგვარ პირთ, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველნი ხალხის განვითარებისა და წარმატებისა”.
იგი ერთ-ერთ საკუთარ წერილში ნათლად აღწერს იმ ფინანსურ დახმარებას, რაც სათავადაზნაურო ბანკს გაუწევია. ამავე დროს, ილია ეხება საქართველოს სხვადა
სხვა მხარეში სკოლების გახსნას და ქართული წიგნების ბეჭვდის აუცილებლობას.
მალევე 1880 წლის ყრილობაზე დამატებით იქნა შეყვანილი წევრები: გ. წერეთელ
ი, თ. ჟორდანია, ივ. გამყრელიძე, რომლებიც აქამდე თავმჯდომარის ,,ამხანაგებად” მოიხსენიებოდნენ. 1882 წელს დ. ყიფიანის ნაცვლად, თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ივ. ბაგრატიონ-მუხრანსკი, ხოლო 1885 წელს ილია ჭავჭავაძე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრებთან ერთად ჰყავდა საპატიო წევრები: დ.ჩუბინაშვილი და ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა.
ამ საზოგადოებამ მთელ საქართველოში გახსნა და მზრუნველობის ქვეშ აიყვანა სკოლები.
როგორც ცნობილია, 1883 წელს, ი. ჭავჭავაძის მეგობარმა ი. წინამძღვრიშვილმა საკუთარ სოფელ წინამძღვრიანთ კარში დააფუძნა 6 წლიანი სასოფლო-სამეურნეო სკოლა
. საყოველთაოდ ცნობილია, ი. ჭავჭავაძის ამაგი, რომელმაც ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიას, რომელიც გახდა აკვანი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ზრუნავდა ქართულ ენაზე სასკოლო-სახელმძღვანელოების და სხვა დამხმარე წიგნების გამოცემაზე. თუმცაღა, საკუთარი სტამბის არქონა ხელს ძლიერ უშლიდა. 1880 წლიდან დაიწყო, ძველი ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების შეგროვება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ბევრმა ქართველმა ინტელიგენტმა შესწირა უნიკალური წიგნები, რომელთა შესახებაც გამოქვეყნდა 1880 წლის 8 აგვისტოს, #166ში ,,ახალი ამბების” განყოფილებაში.
ამავე საზოგადოების მეშვეობით გამოიცა ქართული კლასიკური ლიტერატურული ძეგლები. 1881 წელს გამოიცა ალ. ჭავჭავაძის ლექსები. 1881 წელს ,,ვისრამიანი’’, ხოლო 1880 წელს ჩამოყალიბდა ,,ვეფხისტყაოსნის’’ ტექსტის დამდგენელი კომისია, რომლის წევრები იყვნენ: რ. ერისთავი, ი. გოგებაშვილი, ი. მიუნარგია.
ამ პერიოდში 1881 წელს, ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი ეწვია საქართველოს, იმ განზრახვით, რომ შეესწავლა ქართული ტიპები და დაეხატა ლერმონტ
ოვის პოემის ,, დემონის’’ სურათები. დაეხატა ასევე ზოგიერთი სურათი ბუნებისა, რომელიც ამ პოემაში იყო აღწერილი. ჩამოსვლისას ზიჩი გაეცნო ქართული კულტურის მოწინავე წარმომადგენლებს, აგრეთვე თავადის ქალ ბარათოვას. სწორედ მან ტხოვა, ქველმოქმედების მიზნით დაედგა ცოცხალი სურათები ქართული უნიკალური თხზულებიდან _ ,,ვეფხისტყაოსნიდან”. მანვე დააკავშირა ზიჩი კომისიასთან, რომელთანაც იგი მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა შემდეგში. მიხაი ზიჩი გაეცნო ამ უნიკალურ, უძველეს ძეგლს, რომლის შესახებაც ერთ-ერთ თავის წერილში წერს: ,,რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’ ეხლაც ერთგვარ ბიბლიას წარმოადგენს ქართველთათვის, როგორც პოლიტიკური და მორალური წყარო.’’
კომისიის დახმარებით მხატვარი ცდილობს კარგად გაიგოს პოემის შინაარსი, ამზადებს ესკიზებს, ხატავს ნატურიდან, თავისავე დადგმულ ცოცხალ სურათებს, ეძებს შესაფერის ტიპებს.
1885 წლის 10 იანვრის გაზეთი დროება იტყობინება, რომ ,,გამოჩენილი მხატვარი ზიჩი, რომელმაც ისეთი თავაზიანობით უსასყიდლოდ იკისრა ,,ვეფხისტყაოსნისათვის’’ სურათების ხატვა და რომელსაც გაეგზავნა სრული ფრანცუზული თარგმანი პოემის შინაარსის გასაცნობად, როგორც შევიტყვეთ შესდგომია კიდეც ამ სურათების ხატვას”. კომიტეტმა მას მხოლოდ 12 სურათის დახატვა სთხოვა, თუმცა მან 34 ნამუშევარი შექმნა.
ამით სახელი და დიდება ქართველი პოეტის რუსთაველისა, უფრო ვრცლად მოეფინა ქვეყანას.


 

პროექტები | 63-ე საჯარო სკოლა | ჩვენ შესახებ