
მანამდე ილიამ მხარი დაუჭირა გ. ერისთავის მოსაზრებას, რომელი ცდილობდა დაეარსებინა საზოგადოება, რომლის დააფინანსებდა ღარიბ მოსახლეთა განათლებას და მართლაც, 1878 წელს შედგა ამ საზოგადოების კრება. ამასობაში ილია ჭავჭავაძემ შეადგინა წესდების პროექტი, რომლის მთავარი მუხლი ასეთი იყო:
,,საზოგადოება თავისს მიზანს ამითი მიაღწევს, რომ სახალხო სკოლებში დასაწყისს სწავლებას დაადგენს, სამშობლო ენაზე, რომელიც ესმის მის მოსწავლეებსა”.წესდების პროექტი დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარუდგენია და 1879 წლის 14 აპრილს მიიღეს დამტკიცების ბრძანება. მათი პირველი სხდომა გაიმართა, ამავე წლის 15 მაისს, დ. ყიფიანის თავმჯდომარეობით. ილია რა თქმა უნდა

მიესალმა ამ ნაბიჯს და თავიდანვე განსაზღვრა მისი დანიშნულება. იგი მიიჩნევდა: ,,ეს პროგრამა იმდენად ვრცელია და იმდენად შორსა სწვდება, რომ ფრიად დიდს ღვაწლს გვიქადის მომავალში, ამიტომაც ღირსია ყურადღებისა.”
ამავდროულად იგი მტკივნეულად განიცდის, რომ ხალხში წერა-კითხვა გავრცელებული არ არის. ილია ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას მიიჩნევს. აგრეთვე, დიდ იმედებს ამყარებს 1879 წელს გახსნილ ქართულ საშუალო სასწავლებელზე: ,,ეს სასწავლებელი გამოგვიზრდის ჩვენ ჩვენს საკუთარს, ქართველს ინტელიგენციას. ე.ი. იმგვარ პირთ, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველნი ხალხის განვითარები

იგი ერთ-ერთ საკუთარ წერილში ნათლად აღწერს იმ ფინანსურ დახმარებას, რაც სათავადაზნაურო ბანკს გაუწევია. ამავე დროს, ილია ეხება საქართველოს სხვადასხვა მხარეში სკოლების გახსნას და ქართული წიგნების ბეჭვდის აუცილებლობას.
მალევე 1880 წლის ყრილობაზე დამატებით იქნა შეყვანილი წევრები: გ. წერეთელი, თ. ჟორდანია, ივ. გამყრელიძე, რომლებიც აქამდე თავმჯდომარის ,,ამხანაგებად” მოიხსენიებოდნენ. 1882 წელს დ. ყიფიანის ნაცვლად, თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ივ. ბაგრატიონ-მუხრანსკი, ხოლო 1885 წელს ილია ჭავჭავაძე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრებთან ერთად ჰყავდა საპატიო წევრები: დ.ჩუბინაშვილი და ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა.
ამ საზოგადოებამ მთელ საქართველოში გახსნა და მზრუნველობის ქვეშ აიყვანა სკოლები.
როგორც ცნობილია, 1883 წელს, ი. ჭავჭავაძის მეგობარმა ი. წინამძღვრიშვილმა საკუთარ სოფელ წინამძღვრიანთ კარში დააფუძნა 6 წლიანი სასოფლო-სამეურნეო სკოლა

ამავე საზოგადოების მეშვეობით გამოიცა ქართული კლასიკური ლიტერატურული ძეგლები. 1881 წელს გამოიცა ალ. ჭავჭავაძის ლექსები. 1881 წელს ,,ვისრამიანი’’, ხოლო 1880 წელს ჩამოყალიბდა ,,ვეფხისტყაოსნის’’ ტექსტის დამდგენელი კომისია, რომლის წევრები იყვნენ: რ. ერისთავი, ი. გოგებაშვილი, ი. მიუნარგია.
ამ პერიოდში 1881 წელს, ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი ეწვია საქართველოს, იმ განზრახვით, რომ შეესწავლა ქართული ტიპები და დაეხატა ლერმონტ

კომისიის დახმარებით მხატვარი ცდილობს კარგად გაიგოს პოემის შინაარსი, ამზადებს ესკიზებს, ხატავს ნატურიდან, თავისავე დადგმულ ცოცხალ სურათებს, ეძებს შესაფერის ტიპებს.
1885 წლის 10 იანვრის გაზეთი დროება იტყობინება, რომ ,,გამოჩენილი მხატვარი ზიჩი, რომელმაც ისეთი თავაზიანობით უსასყიდლოდ იკისრა ,,ვეფხისტყაოსნისათვის’’ სურათების ხატვა და რომელსაც გაეგზავნა სრული ფრანცუზული თარგმანი პოემის შინაარსის გასაცნობად, როგორც შევიტყვეთ შესდგომია კიდეც ამ სურათების ხატვას”. კომიტეტმა მას მხოლოდ 12 სურათის დახატვა სთხოვა, თუმცა მან 34 ნამუშევარი შექმნა.
ამით სახელი და დიდება ქართველი პოეტის რუსთაველისა, უფრო ვრცლად მოეფინა ქვეყანას.